16.12.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით,
ტელეკომპანია რუსთავი 2-ს, გადაცემა პროფილის წამყვანმა - მაია
ასათიანმა მე-7, დისკრიმინაციის პრინციპი დაარღვია.მის წინააღმდეგ ქარტიას “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა” მომართა. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ტელეკომპანიის ეთერში, 2020 წლის 22 ოქტომბერს გავიდა.
განმცხადებელი განმარტავდა, რომ გადაცემაში წამყვანმა ხელი შეუწყო ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ დისკრიმინაციის წახალისებას და მათდამი არსებული სტიგმის გაძლიერებას.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.