19.12.2020
19 დეკემბერს ქარტიის ყოველწლიური, რიგით მეთორმეტე საერთო კრება
გაიმართა. სხდომა ჩატარდა ონლაინ, Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით.
საერთო კრებაზე წევრების წინაშე ანგარიშებით წარსდგნენ ქარტიის საბჭოს
თავმჯდომარე ნანა ბიგანიშვილი, სარევიზო კომისიის წევრი მარი დუდუნია
და ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ გოგოსაშვილი.საერთო კრებაზე გამოვლინდნენ “ქარტიის პრიზი 2020”-ის გამარჯვებულებიც.
ამავე საერთო კრებაზე განახლდა საბჭოს შემადგენლობა. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო დატოვეს ლიკა ზაკაშვილმა, გელა მთივლიშვილმა და მაია მერკვილაძემ.
მათ ნაცვლად, საბჭოს ახალი წევრები გახდნენ:
- თბილისის კვოტით - ნინო ჯაფიაშვილი;
- რეგიონის კვოტით - გულო კოხოძე და სოფო ჟღენტი.
ქარტიის საბჭოში სულ 9 წევრია, 6 წევრი რეგიონულ მედიას წარმოადგენს, 3 კი - თბილისს.
ქარტიის საბჭოს ახალი შემადგენლობა ასე გამოიყურება:
1.ზვიად ქორიძე;
2.ნანა ბიგანიშვილი;
3.კამილა მამედოვა;
4.ნინა ხელაძე;
5.ირმა ზოიძე;
6.ნინო ჯაფიაშვილი;
7.სოფო ჟღენტი;
8.გულო კოხოძე;
9.ნათია ზოიძე.