18.01.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, TV
არგოს ჟურნალისტმა ვერა ჩუბინიძემ ქარტიის პირველი (ინფორმაციის
სიზუსტე) პრინციპი დაარღვია.მის წინააღმდეგ ქარტიას ლია არჩვაძემ მომართა. სადავო სიუჟეტი “რა პრეტენზიებია ზესტაფონის მერიის საკონკურსო კომისიის წინააღმდეგ” 2020 წლის 18 ივნისს მომზადდა.
განმცხადებელი განმარტავდა,რომ ჟურნალისტმა დაუბალანსებლად გააშუქა ზესტაფონის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებული ამბები.
განმცხადებელი ასევე დავობდა ქარტიის მესამე (დადასტურებული წყარო) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე, მაგრამ საბჭომ ამ ნაწილებზე დარღვევა არ დაადგინა.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.