19.01.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, TV
პირველის ჟურნალისტმა ინა ცარციძემ ქარტიის პირველი (ინფორმაციის
სიზუსტე) პრინციპი დაარღვია.მის წინააღმდეგ ქარტიას შპს “პარვუს ჯგუფმა” და სულხან ზუმბურიძემ მომართეს. სადავო სიუჟეტი "ბრძანება ნომერი1304-გურიის ინტერნეტიზაცია", ტელეკომპანიის ეთერში 2020 წლის 12 აგვისტოს გავიდა.
განმცხადებელი განმარტავდა, რომ სიუჟეტში ისე იყო წარმოჩენილი რომ თითქოს სულხან ზუმბურიძე კორუფციაში იყო მხილებული.
განმცხადებელი ასევე დავობდა ქარტიის მესამე (დადასტურებული წყარო) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება), მაგრამ საბჭომ ამ ნაწილებზე დარღვევა არ დაადგინა.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.