27.01.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით,
საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებმა ვლადიმერ გუცაევმა და გია
თვალაბეიშვილმა ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპი
დაარღვიეს.მათ წინააღმდეგ ქარტიას ანა აფციაურმა მომართა. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ტელეკომპანიის ეთერში, გადაცემაში “ტაიმაუტი” 2020 წლის 01 ოქტომბერს გავიდა.
განმცხადებელი განმარტავდა, რომ გადაცემაში მოწვეულმა სტუმარმა, ფერადკანიანი ადამიანები დისკრიმინაციულ და რასისტულ კონტექსტში მოიხსენია, ჟურნალისტის მხრიდან კი ამას მყისიერი გამოხმაურება არ მოჰყოლია და არც რესპონდენტის გამონათქვამს გაემიჯნა გადაცემის მიმდინარეორების დროს. მხარის აზრით, ამ ადამიანების მსგავსი ფორმით წარმოჩენა ხელს უწყობდა არატოლენატული გარემოს შექმნას და საზოგადოებაში მათ მიმართ არსებული სტიგმის კიდევ უფრო გაღრმავებას.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.