15.02.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, TV
პირველის ჟურნალისტებმა ეთუნა ინწკირველმა და მირანდა ბაღათურიამ
ინფორმაციის სიზუსტის პრინციპი დაარღვიეს.ქარტიას კავკასიის უნივერსიტეტმა მომართა. სადავო სიუჟეტი “სტუდენტები კავკასიიის უნივერსიტეტის წინააღმდეგ”, ტელეკომპანიის ეთერში, 2021 წლის 28 იანვარს გავიდა.
განმცხადებელი განმარტავდა, რომ ჟურნალისტის მიერ გადაცემაში გაჟღერებული ბრალდება უნივერსიტების მიმართ, სტუდენტების პირადი ინფორმაციის გასაჯაროვებაზე და ამასთან დაკავშირებული სხვა დეტალები სიმართლეს არ შეესაბამებოდა და არ იყო გადამოწმებული. მხარის განმარტებით, სიუჟეტში მას არ მისცემია პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა.
მხარე ასევე დავობდა ქარტიის მესამე (დადასტურებული წყარო) პრინციპის დარღვევაზე, მაგრამ საბჭოს ამ ნაწილზე დარღვევა არ დაუდგენია.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.