26.02.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო
გულნარა ძირკვაძის განცხადება რადიო მარნეულის
და Marneuli
TV წინააღმდეგ.ორივე მედიასაშუალებაზე გამოქვეყნებული სადავო სიუჟეტი იდენტურ თემაზე, სოფელ ახალი დიოკნისეში მდებარე სადავო მიწებზე მომზადდა. განმცხადებლის განმარტებით, მასზე და მის ოჯახზე გავრცელებული ინფორმაცია, მიწის საკუთრებასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება და ჟურნალისტს არ უცდია ამბის მასთან, როგორც მხარესთან გადამოწმება. მხარე მიიჩნევს, რომ დარღვეულია, ინფორმაციის სიზუსტის (პირველი) პრინციპი.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპი.