04.03.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით,
ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტმა ცოტნე გეგეჭკორმა და POSTV-ის
არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა ინფორმაციის სიზუსტის
(პირველი) და შესწორების (მეხუთე) პრინციპები დაარღვიეს.მათ წინააღმდეგ ქარტიას კონსტანტინე ყიფიანმა მომართა. სადავო გადაცემები ტელეკომპანიების ეთერში, 2020 წლის 23 ივლისს გავიდა და ორივე მათგანი თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობის ამბის მედიაში გაშუქებას ეხებოდა.
მხარე ასევე დავობდა ქარტიის მესამე (დადასტურებული წყარო), მეოთხე (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერი მეთოდები), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე, მაგრამ საბჭოს ან ნაწილებზე დარღვევა არ დაუდგენია.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.