17.03.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით,
მედიაჰოლდინგ "რეპორტიორის” ჟურნალისტმა ანი ლიპარიშვილმა ქარტიის
მეოთხე (ინფორმაციის მოპოვებისას კეთილსინდისიერი მეთოდების
გამოყენება) პრინციპი დაარღვია.მის წინააღმდეგ ქარტიას ნათია აბრამიშვილმა მომართა. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი “ჯორჯიან მანგანეზის თანამშრომლები საკუთარი კომპანიის წინააღმდეგ თაღლითურ კორუფციულ სქემაში ამხილეს”გამოცემის ვებგვერდზე 2020 წლის 05 სექტემბერს გამოქვეყნდა.
განმცხადებლის პრეტენზია ეხებოდა სადავო სტატიაზე თანდართულ ვიდეო მასალას, სადაც გამოყენებული იყო მასთან ფარულად ჩაწერილი ინტერვიუ, სწორედ ამ ეპიზოდს აფასებდა განცხადებელი ინფორმაციის არაკეთილსინდისიერად მოპოვებად.
განმცხადებელი ასევე დავობდა ქარტიის მეათე (პირად ცხოვრებაში შეჭრა) პრინციპის დარღვევაზე, მაგრამ საბჭოს ამ ნაწილზე დარღვევა არ დაუდგენია.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.