17.03.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო
მედიის განვითარების ფონდის განცხადება გაზეთ “ასავალ-დასავალის”
ჟურნალისტის დიტო ჩუბინიძის წინააღმდეგ.სადავო ჟურნალისტური პროდუქტი, „რატომ არ აბრუნებს აზერბაიჯანი დავითგარეჯს?“ გაზეთის 2021 წლის 8-14 თებერვლის ნომერში გამოქვეყნდა.
განმცხადებლის განმარტებით, გამოქვეყნებულ სტატიაში აზერბაიჯანელი განისაზღვრა, როგორც თათარი და დამპყრობელი, ტექსტში მოხსენიებულია ნეგატიური კონტექსტით. მისი თქმით, აზერბაიჯანელი ერის მსგავსი ფორმით წარმოჩენა არის დისკრიმინაციული, აღვივებს ქსენოფობიას და ანტიაზერბაიჯანულ განწყობებს.
განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის მეშვიდე - დისკრიმინაციის წახალისების პრინციპი.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპი.