08.04.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით,
მთავარი არხის ჟურნალისტებმა მიხეილ სესიაშვილმა და ქეთა ციცქიშვილმა
ინფორმაციის სიზუსტის (პირველი) და შესწორების (მეხუთე) პრინციპები
დაარღვიეს.მათ წინააღმდეგ ქარტიას მარინა ბრეგვაძემ მომართა.სადავო ჟურნალისტური “როგორ აყალბებს პოლიცია შაქარაშვილის საქმეს - ფოტოგრაფის შეცვლილი ჩვენებები და დამალული ზარები” ტელეკომპანიის ეთერში 2020 წლის 11 ივლისს გავიდა.
განმცხადებელი განმარტავდა, გადაცემაში გაჟღერდა, რომ თითქოს მის შვილს, იაკობ ბრეგვაძეს გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ღამეს 112-ში არ დაურეკავს, რაც მხარის განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
განმცხადებელი ასევე დავობდა ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპის დარღვევაზე, მაგრამ საბჭოს ამ ნაწილზე დარღვევა არ დაუდგენია.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.