მედიის მუშაობის შეზღუდვა დაუშვებელია
11.04.2021

კატეგორია : განცხადებები;
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ჟურნალისტებს ნამახვანში შესვლის და მუშაობის უფლებას არ აძლევენ. ,,ბათუმელების” ინფორმაციით, პოლიციამ გუმათჰესთან მოწყობილ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე შეაჩერა ყველა გადამღები ჯგუფი და მათ გადაადგილების უფლებას არ აძლევს. ამ ეტაპზე უცნობია, რა მიზეზით იზღუდება ჟურნალისტების გადაადგილება.
 
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, ჟურნალისტებს არ შეუშალოს ხელი გადაადგილებაში და უზრუნველყოს მათთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.
 
მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს არ ჩაერიონ ჟურნალისტურ საქმიანობაში და მედიას შეუქმნან შესაბამისი სამუშაო პირობები.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.