TV პირველსა და მთავარ არხზე გამოქვეყნებულ მასალებში ქარტიის მეათე პრინციპი დაირღვა
13.04.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, TV პირველსა და მთავარ არხზე გამოქვეყნებული მასალებში ქარტიის მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპი დაირღვა.

ტელევიზიების წინააღმდეგ ქარტიას ნათია ფურცხვანიძემ მომართა. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ტელეკომპანიების ეთერში, 2021 წლის 20 მარტს გავიდა და ორივე მასალა, აცრის შემდგომ მედდის გარდაცვალების შემთხვევას ეხებოდა.

განმცხადებელი განმარტავდა, რომ ტელეკომპანიებმა მედდის გარდაცვალების შემთხვევის გაშუქებისას, გარდაცვლილის ოჯახის წევრების აფექტური მდგომარეობის ჩვენებას არ ჰქონდა რაიმე განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი და უხეშად არღვევდა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლიბის პრინციპს.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.