საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 24 აპრილს 12:00
საათზე, განიხილავს მირანდა ოგანეზოვას განცხადებას ალექსანდრე
ბეჟენცევის წინააღმდეგ.
განმცხადებლის განმარტებით, გაზეთ ,,Соотечественник" - ის მთავარ
რედაქტორად მუშაობის პერიოდში, მას რუს თანამემამულეთა ორგანიზაციების
საკოორდინაციო საბჭოს (КСОРСГ) თავმჯდომარის პირველი მოადგილე -
ალექსანდრე ბეჟენცევი აიძულებდა მოემზადებინა შეურაცხმყოფელი და
არაეთიკური მასალა მის (ბეჟენცევის) ყოფილ კოლეგაზე. მხარის თქმით, ვინაიდან
მსგავსი შინაარსის სტატიის დაწერაზე უარი განაცხადა, ბეჟენცევი აგრძელებდა
მისი როგორც ჟურნალისტის დისკრედიტაციას და მასზე ზეწოლას. აღნიშნულ
გარემოებებს თავის შეპასუხებაში კატეგორიულად უარყოფს მოპასუხე.
განმცხადებელი მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის მეორე პრინციპი, რომლის თანახმად: ,,დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ”.