26.04.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით,
ტელეკომპანია იმედის გადაცემა “იმედის ფაქტორის” წამყვანებმა, მაგდა
ანიკაშვილმა და ვაკა გორგილაძემ ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია)
პრინციპი დაარღვიეს.მათ წინააღმდეგ ქარტიას მარიამ მელქაძემ მომართა. სადავო გადაცემა, რომელშიც ასევე იყო ინტერვიუ ბერა ივანიშვილთან ფარული ჩანაწერების ამბავზე, ტელეკომპანიის ეთერში 2021 წლის 09 მარტს გავიდა.
განმცხადებელი განმარტავდა, რომ სიუჟეტში რესპონდენტის მხრიდან გაჟღერებული ტერმინი “ქათმები” მიმართული იყო საზოგადოების ყველაზე მარგინალიზებული თემის - ლგბტქ+ ადამიანების მისამართით.განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ ჟურნალისტმა არაფერი გააკეთა, მსგავსი ფორმით დისკრიმიანციის თავიდან ასაცილებლად, რითიც ხელი შეუწყო მათ (ლგბტქ+ წარმომადგენელების) მიმართ საზოგადოებაში არსებული სტიგმების გაღრმავებას და კიდევ უფრო მეტად ვიქტიმიზაციას.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.