28.04.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო
ანა აფციაურის განცხადება მთავარი არხის, გადაცემა “სხვა ნანუკას”
წამყვანის ნანუკა ჟორჟოლიანის წინააღმდეგ.სადავო გადაცემა, რომელშიც მოწვეული სტუმარი, გოგი წულაიას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, ტელეკომპანიის ეთერში 2021 წლის 24 მარტს გავიდა.
განმცხადებლის განმარტებით, წამყვანმა სავარაუდო მსხვერპლი ადამიანის მისამართით გამოიყენა ისეთი შეფასება და დაუსვა ისეთი კითხვები, რომელიც ახდენდა მის რეტრამვირებას, უხეშად ერეოდ პირად ცხოვრებაში და საზოგადოებას ნეგატიურად განაწყობდა მის წინააღმდეგ.
განმცხადებლის თქმით წამყვანმა დაარღვია დისკრიმინაციის (მეშვიდე) და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის (მეათე) პრინციპი.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.