14.05.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო
საქართველოს პარლამენტის წევრის ანრი ოხანაშვილის განცხადება მთავარი
არხის ჟურნალისტების - მიხეილ სესიაშვილის და ჟანა აკოფაშვილის
წინააღმდეგ.სადავო გადაცემა ტელეკომპანიის ეთერში, 2021 წლის 10 აპრილს გავიდა. განმცხადებლის პოზიციით, ფაქტი, რომ თითქოს მისი მეუღლის მამას სახელმწიფომ მიზერულ ფასად ქონება გადასცა განმცხადებლის პარლამენტის წევრად ყოფნის პერიოდში, სიმართლეს არ შეესაბამება და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპიების დარღვევაზე:
- პირველი - ინფორმაციის სიზუსტე
- მესამე - დადასტურებული წყარო
- მეხუთე - შესწორება