სულხან მესხიძის და ნინია მესხიძის წინააღმდეგ ქარტიას მომართეს
14.05.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადება ტვ 25-ის ჟურნალისტების - სულხან მესხიძის და ნინია მესხიძის წინააღმდეგ.

სადავო მასალა “ქობულეთის მერიას უსინათლოები მხედველობიდან გამორჩა” ტელეკომპანიის ეთერში, 2021 წლის 04 მაისს გავიდა.

განმცხადებლის განმარტებით, სიუჟეტში გამოთქმული ბრალდება ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მისამართით, რომ ქალაქში შმმ პირებისთვის არ არის ადაპტირებული გარემო და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები უკვე დასრულებულია სიმართლეს არ შეესაბამება.

განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპიების დარღვევაზე:

  • პირველი - ინფორმაციის სიზუსტე;
  • მეხუთე - შესწორება;
  • მეთერთმეტე - ფაქტის განზრახ დამახინჯება.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.