18.05.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო
გიგა კოტრიკაძის განცხადება POSTV-ს წინააღმდეგ.სადავო გადაცემა ტელეკომპანიის ეთერში, 2021 წლის 13 აპრილს გავიდა და ის ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციას ეხებოდა.
განმცხადებლის პოზიციით, სიუჟეტში არასწორად და შეცდომით ხდება მისი იდენტიფიცირება. მისი განმარტებით, როგორც თვითონ, ასევე აქციის სხვა მონაწილეებიც წარმოჩენილია, როგორც დესტრუქციულ და პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჯგუფად. განმცხადებლის თქმით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ზიანს აყენებს საპროტესტო პროცესს.
განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპიების დარღვევაზე:
- პირველი - ინფორმაციის სიზუსტე
- მესამე - დადასტურებული წყარო
- მეხუთე - შესწორება
- მეშვიდე - დისკრიმინაცია
- მეთერთმეტე - ფაქტის განზრახ დამახინჯება