19.05.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს და ქეთევან ბაკარაძის განცხადება TV პირველის
ჟურნალისტების ეკო მაღრაძის, ვასილ დაბრუნდაშვილის და ინა ცარციძის
წინააღმდეგ.ორივე განმცხადებელმა ქარტიას იდენტურ მასალაზე მომართა. სადავო გადაცემა, ,,პირველების ცენტრალური გამოშვება ეკო მაღრაძესთან და ვასილ დაბრუნდაშვილთან ერთად“, ტელეკომპანიის ეთერში, 2021 წლის 21 აპრილს გავიდა.
განმცხადებლების პოზიციით, გადაცემაში მტკიცებით ფორმაში გაჟღერებული ბრალდებები თითქოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ფული მიითვისა, რის გამოც მაღალი თანამდებობის პირების მიმართ დაწყებულია გამოძიება, სიმართლეს არ შეესაბამება.
განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპების დარღვევაზე:
- პირველი - ინფორმაციის სიზუსტე
- მესამე - დადასტურებული წყარო
- მეხუთე - შესწორება
- მეთერთმეტე - ფაქტის განზრახ დამახინჯება