01.06.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, TV
პირველის ჟურნალისტებმა ნატა ქაჯაიამ და რუსუდან ჯაბანიშვილმა
ინფორმაციის სიზუსტის (პირველი) და შესწორების (მეხუთე) პრინციპი
დაარღვიეს.მათ წინააღმდეგ ქარტიას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მომართა. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ტელეკომპანიის ეთერში, საინფორმაციო გამოშვებაში, 2021 წლის 10 თებერვალს გავიდა და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევას ეხებოდა.
განმცხადებელი განმარტავდა, რომ სიუჟეტში გადმოცემული ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების საქმიანობის შესახებ, ასევე, ამ პროცესის დაკავშირება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმირებაზე მიმდინარე მოლაპარაკებებთან, სიმართლეს არ შეესაბამებოდა და აზიანებდა საარჩევნო პროცესს.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.