3 ივნისს ქარტიის საბჭო ოთხ საქმეს განიხილავს
03.06.2021

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 3 ივნისს 4 საქმეს ონლაინ განიხილავს:

1. 18:00 საათზე - შოთა შალამბერიძე ბუბა ჩივაძის წინააღმდეგ 

განცხადების თანახმად, KutaisiToday.ge-ის მიერ სოციალურ ქსელში გაზიარებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. შოთა შალამბერიძე ამბობს, რომ მედიასაშუალების მიერ გაზიარებული მასალა მისი ოჯახის დისკრედიტაციას ემსახურება. 

მხარე თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (წყაროს დადასტურება), მეხუთე (შესწორება), მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები.

2. 19:30 საათზე - გიორგი კვაშილავა ნინი ჟიჟიაშვილის და მიხეილ სესიაშვილის წინააღმდეგ

სადავო სიუჟეტი ტელეკომპანია "მთავარი არხის" გადაცემაში "მთავარი შაბათი" გავიდა. განმცხადებელი თვლის, რომ ჟურნალისტმა მასთან სატელეფონო საუბრისას ჩაწერილი კომენტარი დამახინჯებულად გამოიყენა და საზოგადოებას არ მიაწოდა სწორი ინფორმაცია.

მხარე თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (წყაროს დადასტურება), მეოთხე (ინფორმაციის არაკეთილსინდისიერი მოპოვება), მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები.

3. 20:30 საათზე - ანა აფციაური ნუცა მამულაშვილის წინააღმდეგ

განცხადების თანახმად, ტელეკომპანია „იმედის" გადაცემაში „იმედის დღე" გასულ სიუჟეტში ჟურნალისტი საკუთარი შეფასებებითა და რესპონდენტების კომენტარებით ამყარებს სექსუალური შევიწროების, სექსუალური ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებს, აჟღერებს მცდარ ინფორმაციას.

მხარე თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპები. 

4. 21:00 საათი - თამაზ სოზაშვილი გიორგი გასვიანის წინააღმდეგ

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, გადაცემა „სიცრუის დეტექტორში“ გადაცემის წამყვანმა სტუმარს მისცა საშუალება მოეხდინა ლგბტქ ადამიანების და მათი უფლებადამცველების, არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაცია. 

მხარე თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპი. 

სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. სხდომაზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com

საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.



შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.