08.06.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით,
ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტმა გიორგი გასვიანმა დისკრიმინაციის
პრინციპი დაარღვია.მის წინააღმდეგ ქარტიას თამაზ სოზაშვილმა მომართა. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ტელეკომპანიის ეთერში, გადაცემაში - “სიცრუის დეტექტორი” 2021 წლის 16 მარტს გავიდა.
განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ გადაცემის წამყვანმა სტუმარს მისცა საშუალება მოეხდინა ლგბტქ ადამიანების და მათი უფლებადამცველების, არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაცია.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.