09.06.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო
ზაურ და ნარგიზ მელაძეების განცხადება აჭარის საზოგადოებრივი
მაუწყებლის, გადაცემა “ჰეშთეგის” წინააღმდეგ.სადავო მასალა, ტელეკომპანიის ეთერში, გადაცემაში “ჰეშთეგი”, 2021 წლის 21 მაისს გავიდა.
განმცხადებლების პოზიციით, სადავო მასალაში მის მიმართ გაჟღერებული ბრალდება მეუღლესთან დაკავშირებით არაზუსტია. ჟურნალისტს არ უცდია ფაქტების მასთან გადამოწმება, რაც მისი განმარტებით, მიზანმიმართულად ემსახურებოდა აუდიტორიის შეცდომაში შეყვანას.
განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპების დარღვევაზე:
- პირველი - ინფორმაციის სიზუსტე;
- მეხუთე - შესწორება;
- მეთერთმეტე - ფაქტის განზრახ დამახინჯება.