09.06.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო
მალხაზ რაშოიანის განცხადება TV პირველის წინააღმდეგ.სადავო გადაცემა, ტელეკომპანიის ეთერში, გადაცემაში “პირველები”, 2021 წლის 19 მაისს გავიდა.
განმცხადებლების პოზიციით, სადავო მასალაში მის მიმართ გაჟღერებული ბრალდება ქრთამის აღებასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება.
განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპების დარღვევაზე:
- პირველი - ინფორმაციის სიზუსტე;
- მესამე - დადასტურებული წყარო;
- მეოთხე - ინფორმაციის მოპოვებისას კეთილსინდისიერი მეთოდების გამოყენება;
- მეხუთე - შესწორება;
- მეთერთმეტე - ფაქტის განზრახ დამახინჯება.