15.06.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით,
მთავარი არხის ჟურნალისტ ნათია ქოქოსაძეს დისკრიმინაციის პრინციპი არ
დაურღვევია.სადავო სიუჟეტი ტელეკომპანია „მთავარი არხის“ საინფორმაციო გადაცემაში გავიდა. მასალა ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის გამარჯვებასა და მის წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეს ეხებოდა.
განმცხადებელი განმარტავდა, რომ ჟურნალისტის არასენსიტიური დამოკიდებულება ძალადობის ფაქტის მიმართ, წარმოადგენდა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის წახალისების მცდელობას.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.