15.06.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო
მურმან ჯინჭარაძის განცხადება TV პირველის ჟურნალისტების ვასილ
დაბრუნდაშვილის, ნატა ქაჯაიას, ნატო გოგელიას და გუგა მაისურაძის
წინააღმდეგ.სადავო გადაცემა, ტელეკომპანიის ეთერში, 2021 წლის 09 ივნისს გავიდა.
განმცხადებლების პოზიციით, სადავო მასალაში მის მიმართ გაჟღერებული ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება.
განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპების დარღვევაზე:
- პირველი - ინფორმაციის სიზუსტე;
- მეხუთე - შესწორება;
- მეთერთმეტე - ფაქტის განზრახ დამახინჯება.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.