15.06.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აცხადებს ვაკანსიას
მედიამონიტორის პოზიციაზე.სამუშაოს ხანგრძლივობა: 2021 წლის ივლისი - ნოემბერი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ჟურნალისტად მუშაობის მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება ან/და მედიაკვლევებში მონაწილეობა;
- რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემების ანალიზის უნარი;
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
მოვალეობები:
- მედია პროდუქტის რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემების შეგროვება;
- მონაცემების დამუშავება და ანალიზი;
- ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობის მიღება.
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა 2021 წლის 25 ივნისის ჩათვლით უნდა გამოაგზავნოს CV ელექტრონულ მისამართზე ethicscharter@gmail.com . სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.