მაგდა ანიკაშვილმა დისკრიმინაციის პრინციპი დაარღვია
21.06.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია “იმედის” წამყვანმა მაგდა ანიკაშვილმა ქარტიის მეშვიდე - დისკრიმინაციის პრინციპი დაარღვია.

მის წინააღმდეგ ქარტიას გურამ კახაძემ მომართა. სადავო სიუჟეტი ტელეკომპანიის ეთერში 2021 წლის 15 ივნისს გავიდა და ფერიის ბავშვთა პანსიონის ყოფილი აღსაზრდელის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხებოდა.

განმცხადებელი განმარტავდა, რომ გადაცემის მიმდინარეობისას, რესპონდენტ თეა დარჩიას მხრიდან ისმოდა ისლამოფობიური და ქსენოფობიური განცხადებები, რაზეც ჟურნალისტს არ მოუხდენია სათანადო რეაგირება.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.