22.06.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად ცნო არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას” განცხადება TV პირველის წინააღმდეგ.
სადავო გადაცემა, „პოლიტიკური პარასკევი”, ტელეკომპანიის ეთერში 2021 წლის 21 მაისს გავიდა და ნამახვანი ჰესის მშენებლობას ეხებოდა.
განმცხადებლების პოზიციით, სადავო მასალაში გაჟღერებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ცალმხრივად არის წარმოდგენილი.
განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპების დარღვევაზე:
- პირველი - ინფორმაციის სიზუსტე;
- მესამე - დადასტურებული წყარო;
- მეთერთმეტე - ფაქტის განზრახ დამახინჯება.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.