მთავარ არხზე გამოქვეყნებულ მასალაში ინფორმაციის სიზუსტის პრინციპი დაირღვა
22.06.2021

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, მთავარ არხზე გამოქვეყნებულ მასალაში ქარტიის პირველი - ინფორმაციის სიზუსტის პრინციპი დაირღვა.

ტელეკომპანიის წინააღმდეგ ქარტიას სადაზღვევო კომპანია უნისონმა” მომართა. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი - უნისონმა" 30 მილიონის ტენდერი მოიგო და ქართულ ოცნებას" 327 ათასი შესწირა" - ტელეკომპანიის ეთერში, 2020 წლის 21 ოქტომბერს გავიდა.

განმცხადებელი განმარტავდა, რომ მასალა კომპანიის საქმიანობის შესახებ უსაფუძვლო ბრალდებებს შეიცავდა.

განმცხადებელი ასევე დავობდა ქარტიის მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე, მაგრამ საბჭოს ამ ნაწილზე დარღვევა არ დაუდგენია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.