01.07.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად
ცნო მერაბ ღოღობერიძის განცხადება, “რადიო თავისუფლების”
წინააღმდეგ.სადავო ჟურნალისტური პროდუქტი: “მერაბ ღოღობერიძემ პროტესტის ნიშნად თავის დაწვა სცადა” ვებგვერდზე 2021 წლის 18 მაისს გამოქვეყნდა.
განმცხადებლების პოზიციით, სტატიაში გამოქვეყნებული მასალა არასწორია, ხოლო მედიაგამოცემას არ უცდია ინფორმაციის მასთან გადამოწმება. მისივე განმარტებით, მსგავსი ფორმით ამბის გადმოცემამ მიაყენა რეპუტაციული ზიანი.
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო) და მეხუთე (შესწორება)პრინციპიების დარღვევაზე.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.