01.07.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად
ცნო ქვიარ ასოციაცია “თემიდას” განცხადება, ტელეკომოანია “ფორმულას”
ჟურნალისტის ეკა ჩხეიძის წინააღმდეგ.სადავო ჟურნალისტური პროდუქტი, ტელეკომპანიის ეთერში, გადაცემაში “ყვითელი ყუთი”, 2021 წლის 24 ივნისს გავიდა.
განმცხადებლის პოზიციით, გადაცემაში წამყვანის მიერ გაჟღერებული მოსაზრება თითქოს ტრანსგენდერობა ავადმყოფობაა, არის არაზუსტი. ასოციაცია განმარტავს, რომ ისედაც მარგინალიზებული ჯგუფის მსგავსი კონტექსტით წარმოჩენა, აღრმავებს სტიგმას მათ წინააღმდეგ.
განმცხადებელი მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპები.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.