16 ივლისს ქარტიის საბჭო ერთ საქმეს განიხილავს
16.07.2021

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 16 ივლისს 1 საქმეს ონლაინ განიხილავს:

18:00 საათზე - ზაურ და ნარგიზ მელაძეები აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის მარიამ ტაკიძის წინააღმდეგ

სადავო მასალა, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ჰეშთეგის” ეთერში 2021 წლის 21 მაისს გავიდა. განმცხადებლების პოზიციით, სადავო სიუჟეტში მის მიმართ გაჟღერებული ბრალდება მეუღლესთან დაკავშირებით არაზუსტია. ჟურნალისტს არ უცდია ფაქტების მასთან გადამოწმება, რაც, მისი განმარტებით, მიზანმიმართულად ემსახურებოდა აუდიტორიის შეცდომაში შეყვანას. 

მხარე თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპი. 

სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. სხდომაზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com

საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება. 






შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.