გადაცემა “ჰეშთეგის”ჟურნალისტმა მარიამ ტაკიძემ ინფორმაციის სიზუსტის პრინციპი დაარღვია
20.07.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის, გადაცემა “ჰეშთეგის” ჟურნალისტმა მარიამ ტაკიძემ ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) პრინციპი დაარღვია.

მის წინააღმდეგ ქარტიას ზაურ და ნარგიზ მელაძეებმა მომართეს. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ტელეკომპანიის ეთერში, 2021 წლის 21 მაისს გავიდა.

განმცხადებელი განმარტავდა, რომ სადავო მასალაში მის მიმართ გაჟღერებული ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

მხარე ასევე დავობდა ქარტიის მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე, მაგრამ საბჭოს ამ ნაწილებზე დარღვევა არ დაუდგენია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.