საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 21 სექტემბერს 1 საქმეს ონლაინ განიხილავს:
18:00 საათზე - აი, ფაქტი ტელეკომპანია „პირველის" ჟურნალისტის სოფო ნიაურის წინააღმდეგ
სადავო მასალა ტელეკომპანია „პირველის” ეთერში 2021 წლის 23 მაისს გავიდა. სიუჟეტი კასპში გზის რეაბილიტაციას და კომპანია „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას” ეხებოდა.
განმცხადებლების პოზიციით, სიუჟეტში ზემოაღნიშნულ კომპანიასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია. გარდა ამისა, მხარის თქმით, ტელეკომპანია „პირველის" ჟურნალისტმა თავის მასალაში გამოიყენა „აი, ფაქტის” ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატია ისე, რომ მასალის პირველწყაროს შესახებ არ მიუთითებია.
განმცხადებლები თვლიან, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპი.
სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. სხდომაზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com
საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.