TV პირველის ჟურნალისტმა პლაგიატის პრინციპი დაარღვია
23.09.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, TV პირველის ჟურნალისტმა სოფო ნიაურმა ქარტიის მეთერთმეტე (პლაგიატი) პრინციპი დაარღვია.

სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ტელეკომპანიის ეთერში 2021 წლის 23 მაისს გავიდა. მასალა კასპში გზის რეაბილიტაციას და კომპანია „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას” ეხებოდა.

განმცხადებელ “აი ფაქტის” პოზიციით, სიუჟეტში ტელეკომპანია „პირველის" ჟურნალისტმა გამოიყენა „აი, ფაქტის” ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატია ისე, რომ მასალის პირველწყაროს შესახებ არ მიუთითებია.

მხარე ასევე დავობდა ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) პრინციპის დარღვევაზე, მაგრამ საბჭოს ამ ნაწილზე დარღვევა არ დაუდგენია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.