მთავარი არხის და TV პირველის წინააღმდეგ ქარტიას მომართეს
30.09.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო ნანა კაკაბაძის განცხადება მთავარი არხის და TV პირველის წინააღმდეგ.

სადავო გადაცემები, ტელეკომპანიების ეთერში, 2021 წლის 17 სექტემბერს გავიდა და გავრცელებულ “ფაილებს ეხებოდა, რომელთა წყარო სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურია.

განმცხადებლის პოზიციით, სადავო სიუჟეტებში, სადაც ამ ფაილებზეა საუბარი, ფიგურირებს მისი სახელი და გვარი და ეს ინფორმაცია ყალბია.

განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპების დარღვევაზე:
  • პირველი - ინფორმაციის სიზუსტე;
  • მესამე - დადასტურებული წყარო;
  • მეხუთე - შესწორება;
  • მეათე - პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.