27.10.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით,
ტელეკომპანია “ფორმულაზე” გასულ მასალაში ქარტიის პირველი -
ინფორმაციის სიზუსტის პრინციპი დაირღვა.ტელეკომპანიის წინააღმდეგ ქარტიას მამუკა ტუსკაძემ მომართა. სადავო მასალა ტელეკომპანიის ეთერში 2021 წლის 09 ივნისს გავიდა და მამუკა ტუსკაძესთან დაკავშირებულ ქონებრივ დავას ეხებოდა.
განმცხადებელი ასევე დავობდა ქარტიის შემდეგი პრინციპების დარღვევაზე:
- მესამე - დადასტურებული წყარო;
- მეხუთე - შესწორება;
- მეშვიდე - დისკრიმინაცია;
- მეთერთმეტე - ფაქტის განზრახ დამახინჯება.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.