საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 18 ნოემბერს 1 საქმეს განიხილავს:
18:00 საათზე - მინდია დავითაძე POSTV წინააღმდეგ
სადავო გადაცემა ტელეკომპანიის ეთერში 2021 წლის 11 ივნისს გავიდა და ის საქ-პატენტის ყოფილ თავმჯდომარეს მინდია დავითაძეს ეხებოდა.
განმცხადებლების პოზიციით, მისი საქ-პატენტში განხორციელებული საქმიანობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მედიასაშუალება მიზნად ისახავდა მისი ავტორიტეტის შელახვასა და დისკრედიტაციას.
განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპი.
სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. სხდომაზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com
საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.