საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და გაეროს ქალთა ორგანიზაცია თანამშრომლობას იწყებენ
17.11.2021

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და გაეროს ქალთა ორგანიზაცია ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის ეთიკური გაშუქების  გასაძლიერებლად თანამშრომლობას იწყებენ. შესაბამის მემორანდუმს დღეს ხელი გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში კაორი იშიკავამ და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორმა, მარიამ გოგოსაშვილმა მოაწერეს.

გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ურთიერთთანამშრომლობის მიზანია, გაძლიერდეს ქართული მედიის შესაძლებლობები გენდერულად მგრძნობიარე და ეთიკური გაშუქების მიმართულებით, ჩამოყალიბდეს სახელმძღვანელო წესები და თვითრეგულირების სტანდარტები გენდერული ძალადობისა და ლგბტქი საკითხების სენსიტიური, ეთიკური გაშუქებისა და აღსრულების მექანიზმების შესახებ, წახალისდეს გენდერული თანასწორობის საკითხების პროფესიული, ეთიკური და გენდერულად მგრძნობიარე გაშუქება, ასევე ქალების, გენდერისა და სექსუალური ორიენტაციის სამართლიანი, ზუსტი, არასტერეოტიპული და დაბალანსებული წარმოდგენა. 

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაცია დაეხმარება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, შემუშავდეს სახელმძღვანელო პრინციპები და თვითრეგულირების სტანდარტები მოვლენებისა და ქალთა უფლებების საკითხების გენდერულად მგრძნობიარე  გაშუქებისთვის, შეიქმნას შესაბამისი ტრენინგის მოდული მედიის წარმომადგენლების მომზადებისა და უნარების გაუმჯობესებისთვის. ამას გარდა, ჟურნალისტებისთვის დაწესდება ყოველწლიური ჯილდო ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის გაძლიერებაში შეტანილი წვლილის წარმოჩენისა და აღიარებისთვის. აღსანიშნავია, რომ ამ ჯილდოს პირველი გამარჯვებული უკვე მიმდინარე წლის ბოლოს მიიღებს.

გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თანამშრომლობა პროექტის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში“ ნაწილია, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ხორციელდება.  

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.