საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 23 ნოემბერს 1 საქმეს ონლაინ განიხილავს:
17:00 საათზე - კავშირი „საფარი” ტელეკომპანია „პირველის” ჟურნალისტის ნატო გოგელიას წინააღმდეგ
სადავო სიუჟეტი - „ციხეში შვილიშვილზე სექსუალური ძალადობისთვის”, ტელეკომპანიის ეთერში 2021 წლის 07 ივნისს გავიდა.
განმცხადებლის პოზიციით, მასალაში მოხდა სავარაუდო სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ბავშვის იდენტიფიცირება და ჟურნალისტურ პროდუქტში არ იყო ბავშვის საუკეთესო ინტერესები გათვალისწინებული.
განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის მერვე (ბავშვთა უფლებები) პრინციპი.
სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. სხდომაზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com
საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.