25 ნოემბერს ქარტიის საბჭო ოთხ საქმეს განიხილავს
24.11.2021

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 25 ნოემბერს 4 საქმეს ონლაინ განიხილავს: 

17:00 საათზე - კომპანია „ზეგ", ნიკოლოზ გეჯაძე „მთავარი არხის" ჟურნალისტების გიორგი გაბუნიას და დავით აბრამიშვილის წინააღმდეგ 

სადავო სიუჟეტი გადაცემაში „პოსტ ფაქტუმი" 2021 წლის 13 მაისს გავიდა. 

განმცხადებლების პოზიციით, სადავო მასალაში მის მიმართ გაჟღერებული ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება და ჟურნალისტებმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს. 

განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპი. 

18:00 საათზე - კომპანია „ზეგ", ნიკოლოზ გეჯაძე „ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ

სადავო მასალა - „მთავარი აქცენტები" 2021 წლის 13 მაისს გავიდა. 

განმცხადებლების პოზიციით, სადავო მასალაში მის მიმართ გაჟღერებული ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება და ჟურნალისტმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. 

განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპი. 

19:00 საათზე - მოქალაქეობრივი ცნობიერების განვითარების ცენტრი ტელეკომპანია „პირველის" წინააღმდეგ

სადავო მასალა მედიასაშუალების სოციალურ ქსელში 2021 წლის 06 ივლისს გამოქვეყნდა. 

განმცხადებლების პოზიციით, სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში გავრცელებული ინფორმაცია არასწორია და მედიასაშუალებამ ფაქტი განზრახ დაამახინჯა. 

განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპი.

20:00 საათზე - მოქალაქეობრივი ცნობიერების განვითარების ცენტრი ტელეკომპანია „პირველის" წინააღმდეგ

სადავო მასალა მედიასაშუალების სოციალურ ქსელში 2021 წლის 11 ივლისს გამოქვეყნდა. 

განმცხადებლების პოზიციით, სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში გავრცელებული ინფორმაცია არასწორია და მედიასაშუალებამ იგი წაშალა ისე, რომ ცალკე განმარტება არ გააკეთა. 

განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეოთხე (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერი მეთოდები), მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპი.

სხდომები გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. სხდომებზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com 

საქმეების განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.