ქარტიის პრიზი 2021 - განაცხადების მიღება დაიწყო
26.11.2021



საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იწყებს განაცხადების მიღებას ქარტიის პრიზი 2021-ის მოსაპოვებლად. ყოველწლიური კონკურსის მიზანია ეთიკური ჟურნალისტიკის განვითარების ხელშეწყობა და პროფესიული სტანდარტების დამკვიდრება. 


კონკურსი ცხადდება შემდეგ ოთხ ნომინაციაში:

  • ვიდეორეპორტაჟი
  • მულტიმედია პროექტი (1 მასალა ან სერია)
  • სტატია ან ნარკვევი ბეჭდურ ან ონლაინ მედიაში
  • ჟურნალისტური გამოძიება

პრიზები გაიცემა აშშ-ს საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით. 

გამარჯვებულებს შეარჩევს დამოუკიდებელი ჟიური. განაცხადის შესავსებად გადადით ბმულზე.

პროცედურები და შერჩევის კრიტერიუმები:

  • მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ ჟურნალისტური პროდუქტი, რომელიც გამოქვეყნდა 2020 წლის 25 ნოემბრიდან 2021 წლის 30 ნოემბრამდე პერიოდში.
  • საკონკურსოდ მასალის წარდგენა შეუძლია როგორც ჟურნალისტს ინდივიდუალურად, ისე მედიასაშუალებას.
  • მონაწილეობის მსურველმა უნდა წარადგინოს გამოქვეყნებული მასალის ბმული. იმ შემთხვევაში, თუ საკონკურსო ნამუშევარი ინტერნეტ სივრცეში არ მოიძებნება, კონკურსანტს შეუძლია გამოგზავნოს ვიდეორეპორტაჟის და მულტიმედია პროდუქტის შემთხვევაში ჩანაწერი, სტატიის შემთხვევაში კი მისი სკანირებული ან სქრინ ვერსია.
  • მონაწილეობის მსურველმა უნდა შეავსოს აპლიკაცია
  • დამატებითი მასალები (არსებობის შემთხვევაში) გამოგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ethicscharter@gmail.com 
  • თითოეულ აპლიკანტს შეუძლია ერთი საკონკურსო ნაშრომის წარდგენა ერთ ნომინაციაში.
  • საკონკურსო ნაშრომი გამოქვეყნებული უნდა იყოს საქართველოში მოქმედ რომელიმე მედიასაშუალებაში.


საკონკურსო ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 05 დეკემბერი, 18.00 საათი.

გამარჯვებული გამოვლინდება 2021 წლის დეკემბერში საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საერთო კრებაზე. 

ნამუშევრების შეფასების ზოგადი კრიტერიუმები:

  • თემის აქტუალობა/მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი;
  • თხრობის სტილი და ტექნიკა;
  • ინფორმაციის გადმოცემის ხერხების მრავალფეროვნება;
  • სიუჟეტების და მულტიმედია პროექტის შემთხვევაში ასევე დრამატურგია და ვიზუალური მხარე;
  • ინფორმაციის წყაროთა მრავალფეროვნება;
  • ინფორმაციის სიზუსტე;
  • ფაქტებისა და მოსაზრებების გამიჯვნა, მიუკერძოებლობა;
  • მხარეთა ბალანსი;
  • სიძულვილის ენის გამოუყენებლობა. 

ჟურნალისტური პროდუქტის შერჩევის მთავარი კრიტერიუმია პროფესიული და ეთიკური სტანდარტები, რასაც ეფუძნება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.