ტელეკომპანია "პირველის" ჟურნალისტებმა ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვიეს
01.12.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტებმა ვასილ დაბრუნდაშვილმა, ნატა ქაჯაიამ და გუგა მაისურაძემ ქარტიის პირველი - ინფორმაციის სიზუსტის პრინციპი დაარღვიეს.

მათ წინააღმდეგ ქარტიას მურმან ჯინჭარაძემ მომართა. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ტელეკომპანიის ეთერში 2021 წლის 09 ივლისს გავიდა.

განმცხადებლის პოზიციით, სადავო მასალაში მის მიმართ გაჟღერებული ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამებოდა და ჟურნალისტებმა მისი გადამოწმება არ სცადეს.

მხარე ასევე დავობდა ქარტიის მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე, მაგრამ საბჭოს ამ ნაწილებზე დარღვევა არ დაუდგენია. განმცხადებელი ასევე მიიჩნევდა რომ პრინციპები (მათ შორის პირველი პრინციპი) კიდევ ერთმა ჟურნალისტმა, ნატო გოგელიამ დაარღვია, მაგრამ მასთან მიმართებით, საბჭოს შეფასებით დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.