01.12.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით,
ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტმა ნატო გოგელიამქარტიის მერვე
(ბავშვის უპირატესი ინტერესი) პრინციპი დაარღვიეს.მის წინააღმდეგ ქარტიას კავშირმა “საფარი” მომართა. სადავო სიუჟეტი - „ციხეში შვილიშვილზე სექსუალური ძალადობისთვის”, ტელეკომპანიის ეთერში 2021 წლის 07 ივნისს გავიდა.
განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტურ პროდუქტი არ იყო ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მომზადებული.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.