POSTV-ზე გამოქვეყნებულ მასალაში ინფორმაციის სიზუსტის პრინციპი დაირღვა
01.12.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, POSTV-ზე გამოქვეყნებულ მასალაში ქარტიის პირველი პრინციპი - ინფორმაციის სიზუსტის პრინციპი დაირღვა.

მის წინააღმდეგ ქარტიას მინდია დავითაძემ მომართა.სადავო გადაცემა ტელეკომპანიის ეთერში 2021 წლის 11 ივნისს გავიდა და ის საქ-პატენტის ყოფილ თავმჯდომარეს მინდია დავითაძეს ეხებოდა.

განმცხადებლის პოზიციით, მისი საქ-პატენტში განხორციელებული საქმიანობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა და მედიასაშუალება მიზნად ისახავდა მისი ავტორიტეტის შელახვასა და დისკრედიტაციას.

მხარე ასევე დავობდა ქარტიის მეშვიდე - დისკრიმინაციის პრინციპის დარღვევაზე, მაგრამ საბჭოს ამ ნაწილზე დარღვევა არ დაუდგენია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.