ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტის ანუკი გუმბერიძის წინააღმდეგ ქარტიას მომართეს
11.01.2022
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო ბექა ბასილაიას განცხადება ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტის - ანუკი გუმბერიძის წინააღმდეგ.

სადავო სიუჟეტი "ერთი კაცის ქვეყანა”, ტელეკომპანიის ეთერში, გადაცემაში “იმედის კვირა” 2021 წლის 05 დეკემბერს გავიდა.

განმცხადებლის პოზიციით, სადავო სიუჟეტში მის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება. განმცხადებლის პოზიციით, მსგავსი ინფორმაციის გავრცელებით დარღვეულია ქარტიის პირველი - ინფორმაციის სიზუსტის პრინციპი.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპი.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.