15.02.2022
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო
ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადება ტელეკომპანია “პირველის”
ჟურნალისტების ნატა ქაჯაიას და ლიკა ჯანყარაშვილის წინააღმდეგ.სადავო სიუჟეტი, რომელიც ტელეკომპანიის ეთერში 2022 წლის 30 იანვარს გავიდა.
განმცხადებლის პოზიციით, სადავო სიუჟეტში გაჟღერებული ინფორმაცია, რომ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გაიმარჯვა საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ნათესავების კომპანიებმა არასწორია, შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება და ზიანს აყენებს ცესკო-სრეპუტაციას.
განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპების დარღვევაზე:
- პირველი - ინფორმაციის სიზუსტე;
- მეხუთე - შესწორება.