TV პირველის ჟურნალისტის ნატა ქაჯაიას წინააღმდეგ ქარტიას მომართეს
16.05.2022
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო ირმა ჭკადუას განცხადება TV პირველის ჟურნალისტის ნატა ქაჯაიას წინააღმდეგ.

სადავო ინტერვიუ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილ მეუღლესთან, ნეკა დოროყაშვილთან, ტელეკომპანიის ეთერში, გადაცემაში “ნოდარ მელაძის შაბათი” 2022 წლის 30 აპრილს გავიდა.

განმცხადებლის პოზიციით, სადავო ჟურნალისტურ პროდუქტშირესპონდენტის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია ნიკოლოზ ბასილაშვილთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება, ხოლო ჟურნალისტს არ უცდია ფაქტების მეორე მხარესთან გადამოწმება.

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) პრინციპის დარღვევაზე.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპი.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.